13 დეკემბერი 2018,   16:17
ვრცლად
„ჩვენ არ ვართ სალომე ზურაბიშვილის განგრენა, არც მისი დასაცინი" - სამეგრელოს მოსახლეობა

„რა უნდა სალომეს, განგრენა არისო აფხაზეთი, ამას ლაპარაკობს და ახლა უნდა მხარის დაჭერა? წავიდეს, მოშორდეს, გაეთრიოს აქედან,“ - ასეთია სამეგრელოში მცხოვრები მოქალაქეებს პოზიცია ოცნების მხარდაჭერილი კანდიდატის მიმართ.

რეგიონში ამბობენ, რომ უმძიმეს მდგომარეობაში უწევთ ცხოვრება და ამაში დამნაშავე ქართული ოცნებაა, რომელმაც 6  წელი არაფერი გააკეთა.

„ყველაფერს მოუმატეს - ბენზინს, საჭმელს... ბიძინა ივანიშვილის 6 წელი არაფერი გამოუსწორებია და 1 წელში რას გააკეთებს,“ - ამბობენ სამეგრელოში.

მოქალაქეები უკიდურეს გაჭირვებაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ უმეტესწილად მშივრები იძინებენ.

„ივანიშვილმა მთლად დაგვღუპა ხალხი, აღარ ვენდობით,“ - აცხადებენ სამეგრელოში.

სამეგრელოში ამბობენ, რომ იქ, სადაც დევნილები ცხოვრობენ, ყველგან წააგეს არჩევნები, რადგან იძულებით გადაადგილებული პირები მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, როდესაც ხმები სჭირდებათ.

„არჩევნებში რომ ვერ გაიმარჯვა, ახლა უნდა ხალხის მოსყიდვა. 6 წელი დაგვსვა და გვასმენინა მხოლოდ წასული მთავრობის საყვედური, მაგათი ლანძღვის მეტი ჩვენ არაფერი არ გაგვიგია,“ - ამბობენ სამეგრელოში.

სამეგრელოში ამბობენ, რომ ამ მთავრობას, მის საპრეზიდენტო კანდიდატთან ერთად, უნდობლობას უცხადებენ.

„ჩვენ არ ვართ სალომე ზურაბიშვილის განგრენა, არც მისი დასაცინი. ივანიშვილი დღეს რომ ითხოვს, 6 წლის წინ სად იყო,“ - აცხადებენ სამეგრელოში.

ამავე თემაზე
დღის ამბები