13 დეკემბერი 2018,   16:21
ვრცლად
დღეს თქვენი ხელისუფლება ჰააგაში წითელ ხაზს კვეთს - სალომე სამადაშვილი მმართველ გუნდს 

„წითელ ხაზს დღეს თქვენი ხელისუფლება კვეთს ჰააგაში,“ - ეს განცხადება, პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე სამადაშვილმა გააკეთა.

სამადაშვილმა მმართველი გუნდის წევრებს პლენარულ სხდომაზე მიმართა.

პარლამენტის სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები გაიხსენა. ასევე ისაუბრა ზურაბიშვილის წიგნზე, რომლიდანაც ამონარიდებსაც რუსეთი ჰააგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ მტკიცებულებად იყენებს.

„წითელ ხაზს დღეს თქვენი ხელისუფლება კვეთს ჰააგაში და თუ ესე არ არის, რატომ ამბობთ უარს მოიწვიოთ საკომიტეტო მოსმენა, სადაც საზოგადოებას მიეცემა შესაძლებლობა მოისმინოს, რას აკეთებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დღეს ჰააგაში. იცით რას აკეთებს? თუ არ იცით, მოგიყვებით, იმიტომ რომ თქვენ რონ არ გაინტერესებთ გავიგე, მაგრამ ქართველ ხალხს აინტერესებს. ჰააგაში თქვენი საპრეზიდენტო კანდიდატის, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან ციტატები, გამოყენებული იქნა გაეროს საერთაშორისო სასამართლოში, იმისთვის, მათ შორის ერთ-ერთ მტკიცებულებად, რომ დახურულიყო საქმე, რომელიც დააკისრებდა პასუხისმგებლობას რუსეთს 2008 წელს ამ ქვეყანაში ჩადენილი დანაშაულის თაობაზე,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დღის ამბები