13 დეკემბერი 2018,   16:17
ვრცლად
„მე არაფერს არ ველოდები ამ კვლევებისგან," - სალომე ზურაბიშვილი "Edison Research"-ის კვლევის შედეგებს ეხმაურება

"Edison Research"-ის  კვლევის შედეგებს „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი აფასებს. სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევებს არ ენდობა და აცხადებს, რომ კვლევებისგან არანაირი მოლოდინი არ ჰქონდა. 

„მე არაფერს არ ველოდები ამ კვლევებისგან და საერთოდ, კომენტარები უნდა სთხოვოთ იმათ, ვინც აძლევენ დაკვეთას ასეთ კვლევებზე და გინდაც 30% სხვაობაც იყოს, არანაირი მნიშვნელობა დღეს ამას არ აქვს,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ პოლიტიკური რეიტინგების კვლევა Edison Research-მა „რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩაატარა.ირკვევა, რომ გამოკითხულთა დიდი ნაწილი გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს უჭერს მხარს.

კითხვაზე, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? სრული ალოკაციის მიხედვით, შედეგები ასე გადანაწილდა:

გრიგოლ ვაშაძე - 56%;

სალომე ზურაბიშვილი - 44%. 

ამავე თემაზე
დღის ამბები