13 დეკემბერი 2018,   16:18
ვრცლად
„ძალიან სასარგებლო შეხვედრა გვქონდა ჩვენ ოდირის მისიასთან" - გრიგოლ ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და გაერთიანების სხვა ლიდერები, ოდირის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

საპრეზიდენტო კანდიდატმა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს ახალქალაქში მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ასევე საუბარი შეეხებოდა არჩევნების პირველი ტურის დროს წარმოქმნილ დარღვევებსა და მეორე ტურის წინასაარჩევნო გარემოს.

„ძალიან სასარგებლო შეხვედრა გვქონდა ჩვენ ოდირის მისიასთან. ველაპარაკეთ იმ დარღვევებზე, რომელსაც პირველ ტურში ჰქონდა ადგილი, გაყალბების მცდელობებზე, რომელსაც ე.წ. ქართული ოცნება ამზადებს მეორე ტურისთვის. გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება იმაზე, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა, სადამკვირვებლო მისიებმა სათანადო ყურადღება, ჯეროვანი ყურადღება არ დაუთმეს იმას, რომ ჩვენი მხარდამჭერები უმოწყალოდ არიან ნაცემები ახალქალაქში, მარნეულში, კასპში, თბილისში," - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. 

პრეზიდენტობის კანდიდატი იმედოვნებს, რომ სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები არჩევნების მეორე ტურის ჩატარების ხარისხზე ყურადღებას გაამახვილებენ. 

"ასე, რომ საფუძვლიანი იმედი მაქვს, რომ მათი ყურადღება გამახვილებული იქნება იმაზე, რომ მეორე ტურში არჩევნები ჩატარდეს პირველი ტურისგან განსხვავებით ღირებულებების დაცვით მაინც,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დღის ამბები