13 დეკემბერი 2018,   16:19
ვრცლად
"სამუშაო დღეს, არჩევნების დანიშვნა ამომრჩეველთა გარკვეულ კატეგორიას არჩევნებში მონაწილეობას უზღუდავს და დამატებით ბარიერებს უქმნის" - მიხეილ ბენიძე

მიხეილ ბენიძემ საარჩევნო ადმინისტრაციის დღევანდელ გადაწყვეტილებასა და არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნასთან დაკავშირებით გადაცემა „კვირის აქცენტებში“ ისაუბრა. "სამართლიანი არჩევნების" თავმჯდომარის თქმით, არჩევნების 28 ნოემბერს დანიშვნა ბევრ ადამიანს საკუთარი უფლებების გამოხატვას შეუზღუდავს.

„მთავარი პრობლემა არის ის, რომ სამუშაო დღეს, არჩევნების დანიშვნა ამომრჩეველთა გარკვეულ კატეგორიას უზღუდავს და დამატებით ბარიერებს უქმნის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით და საკუთარი კონსტიტუციური უფლების რეალიზებასთან დაკავშირებით. ეს ეხება ორ ძირითად ჯგუფს, ერთი ეს არის ემიგრანტები, ემიგრანტებისთვის ეს დღე არ იქნება უქმე დღე და თუ ისინი მუშაობენ, მათთვის ჩვეულებრივი სამუშაო დღე იქნება. რაც ნიშნავს იმას, რომ მათ ძალიან გაუჭირდებათ არჩევნებში მონაწილეობის მიღება,“ - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

"სამართლიანი არჩევნების" თავმჯდომარე ცესკოს იმ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე ხმის მიცემის დრო გახანგრძლივდა, გაუგებარს უწოდებს.

„არაფერი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ ეს საარჩევნო ადმინისტრაციამ საკუთარი ნება სურვილით გაახანგრძლივოს და ხმის მიცემა გააგრძელოს ღამის 12 საათამდე. ამ კონკრეტული გადაწყვეტილების კანონიერება საერთოდ გაუგებარია. მაგრამ, ეს გადაწყვეტილებაც კი, მაინც არ აძლევს საშუალებას საქართველოს მოქალაქეებს რომ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენი მოქალაქეები ამა თუ იმ უბანზე მიდიან სხვა ქალაქიდან,“ - განაცხადა მიხელ ბენიძემ.

ბენიძის თქმით, მიუხედავად იმისა,  რომ არჩევნების დღე უქმედ გამოცხადდება, ეს მაინც პრობლემებს შეუქმნის იმ ადამიანებს, რომლებიც რეგისტრირებულები არიან სხვა ქალაქში და ერთ დღეში შორ გზაზე ხმის მისაცემად წასვლა მათ ბარიერებს შეუქმნის.

ცესკოს გადაწყვეტილებით, ემიგრანტებს არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემის საშუალება ღამის 12 საათამდე ექნებათ, ავღანეთში კი კენჭისყრა 26 ნოემბერს ჩატარდება. 

დღის ამბები