24 იანვარი 2019,   07:35
ვრცლად
415 საჩივარი ერთი წლის განმავლობაში - მოსამართლეთა კონფერენციზე დამოუკიდებელი ინსპექტორის ანგარიში მოისმინეს

მოსამართლეთა რიგით 24-ე კონფერენცია დასრულებულია. დღევანდელი კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე. ასევე კონფერენციის მონაწილეებმა დამოუკიდებელი ინსპექტორის ქეთევან ცინცაძის ერთწლიანი მუშაობის ანგარიში მოისმინეს. ანგარიშის მიხედვით, უწყებაში შესულია 415 საჩივარი, რომელიც გადაგზავნილია იუსტიციის საბჭოში.

„2018წლის 20 ნოემბრის მონაცემებით ინსპექტორის სამსახურის კანცელარიაში შემოვიდა 415 საჩივარი. ეს არის 2017 წლის 131 საჩივარი და 2018 წლის 284 საჩივარი, რომლის საფუძველზეც დაიწყო დისციპლინური სამართალწარმოება და ამ საჩივრების 89%-ზე მომზადდა შესაბამისი დასკვნა,“-განაცხადა ქეთევან ცინცაძემ.

დღესვე მოსამართლეებმა აირჩიეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარე. ეს თანამდებობა გიორგი ტყავაძემ დაიკავა. იუსტიციის უმაღლესი სკოლის ფუნქციაა მოამზადოს მოსამართლეების კანდიდატები სასამართლოებისთვის. 

დღის ამბები