24 ივნისი 2019,   20:42
ვრცლად
გერმანული ფირმის უმაღლესი ხარისხის და გამძლეობის თანამედროვე სამზარეულოები, 2018 წლიდან საქართველოში შემოვიდა

გერმანული ფირმის უმაღლესი ხარისხის და გამძლეობის თანამედროვე სამზარეულოები, 2018 წლიდან საქართველოშიც შემოვიდა. ​მრავალფეროვანი პალიტრიდან ირჩევა ფერები და სამზარეულოს ავეჯიც ნებისმიერ ტონალობას იღებს, არჩევანი თავად მომხმარებელზეა. 

დიზაინი სადაა, ხანდახან მინიმალისტური, ზოგიერთ მოდელი სენსორებზე მუშაობს. ასევე დისტანციურად რეგულირდება განათება, განწყობის შესაბამისად ირჩევა თბილი ან ცივი ფერი.

„ნობილიას“ ერთ-ერთ უპირატესობად სივრცის სრულად გამოყენებას ასახელებენ. ყველა კუთხე ფუნქციურია.

„ნობილია“ დახვეწილი დიზაინისა და მაღალი ხარიხის გამო ყოველწლიურად ჯილდოვდება.
დღეში 2 ქარხანაში 6000-მდე სამზარეულო მზადდება, მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ დამატებით 2 ქარხნის მშენებლობა მიმდინარეობს.

გერმანული კომპანიის პარტნიორი „ელიტ ელექტრონიქსია.“ „ნობილიას“ 70 წლიანი ისტორია აქვს, კომპანიების თანამშრომლობა ჯერ რამდენიმე თვეს ითვლის და ფიქრობენ, რომ ქართულ- ევროპული ბიზნესის და ეკონომიკური თანამშრომლობისთვის კარგი დასაწყისია. 

დღის ამბები