24 იანვარი 2019,   07:30
ვრცლად
"ევროკავშირს ძალიან მაღალი მოლოდინები აქვს საქართველოსთან დაკავშირებით ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში"-კარლ ჰარცელი

ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშირისო დღესთან დაკავშირებით, ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ამ მიმართულებით საქართველოს მიღწევებზე ისაუბრა. მისი თქმით, ევროკავშირს მაღალი მოლოდინები აქვს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის განვითარების კუთხით. სპეციალურად ამ დღესთან დაკავშირებით პარლამენტში კონფერენცია გაიმართა.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტთან ერთად ავღნიშნავთ ადამიანს უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე და თავისთავად საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოსთვის, ასევე ევროკავშირისთვის. ევროკავშირს ძალიან მაღალი მოლოდინები აქვს საქართველოსთან დაკავშირებით ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. საქართველო ერთის მხრივ არის მოწინავე ქვეყანა ადამიანის უფლებების განვითარების სფეროში. მაგალითად სახალხო დამცველის სისტემის განვითარების კუთხით, თუმცა ასევე ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას რაც ყურადღების მიქცევას საჭიროებს. ჩვენ ასევე ველოდებით ადამიანის უფლებების მონიტორინგისა და სტანდარტების დაცვის სისტემის გააქტიურებას,“-განაცხადა კარლ ჰარცელმა

დღის ამბები