24 იანვარი 2019,   07:38
ვრცლად
"პირადად ვიძიებ შურს" - აჭარის მთავრობის მეთაური ოპოზიციას შურისძიებით ემუქრება

„ჩვენი ოპონენტების საქციელი, მათი განცხადებები ყოველგვარ ზღვარს სცდება,“- აჭარის მთავრობის მეთაური ოპოზიციას პირადი შურისძიებით ემუქრება. თორნიკე რიჟვაძის განცხადება რიჟვაძის Facebook გვერდზეცაა ატვირთული.

მისი თქმით, პოლიტიკურ ველს მისთვის მიუღებელი ოპონენტებისგან სრულად გაასუფთავებს.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მმართველი გუნდი თითოეული ადამიანის უფლებას დაიცავს. 

"გუშინ თქვენ მოისმინეთ ქიქავების და სხვა ამ ტიპის სუბიექტების ყოვლად სამარცხვინო განცხადებები, ვაცხადებ, რომ პირადად ვიძიებ შურს ყველა ადამიანზე, რომელიც გაბედავს აჭარელი ხალხის ღირსების შეურაცხყოფას. ჩვენ მათ საკონტროლო დარტყმა გავუკეთეთ და პირობას ვდებ, რომ ამ პროცესს ბოლომდე მივიყვან და ყველა ეს ადამიანი ამ ველისგან გაიწმინდება. არავისთან არ ვაპირებ არც პოლიტიკურ, არც მერკანტილურ ვაჭრობას. ბატონი პრემიერის ხელმძღვანელობით, ჩვენი გუნდი დაიცავს თითოეული ადამიანის უფლებას და თავისუფლებას. უნდა მიეჩვიონ, რომ ჩვენთან ვაჭრობა ვერ გაგრძელდება, ვერც მერკანტილური, ვერც პოლიტიკური,“- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

დღის ამბები