23 მარტი 2019,   13:49
ვრცლად
"რიჟვაძე მსგავს შინაარსობრივ განცხადებას არასდროს გააკეთებდა" - პრემიერი აჭარის მთავრობის მეთაურის აგრესიულ განცხადებებს ეხმაურება

აჭარის მთავრობის მეთაურის მუქარას ოპონენტებისადმი პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. თორნიკე რიჟვაძის საჯარო აგრესიულ განცხადებებს, მამუკა ბახტაძე ვერ იჯერებს.

სანაცვლოდ პრემიერმა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის მიღწევებზე ისაუბრა. მამუკა ბახატაძის თქმით, თორნიკე რიჟვაძე აჭარის განვითარებისთვის ყველაფერს აკეთებს.

"დარწმუნებული ვარ, რომ თორნიკე რიჟვაძე მსგავს შინაარსობრივ განცხადებას არასდროს გააკეთებდა. ის არის ძალიან პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი და ის 24 საათი თავისი კუთხისთვის მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე თვეა, რაც ის ამ თანამდებობაზეა, ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები მოუტანა აჭარას და ბათუმს,“- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ აჭარის მთავრობის მეთაური ოპოზიციას პირადი შურისძიებით დაემუქრა და განაცხადა, რომ პოლიტიკურ ველს მისთვის მიუღებელი ოპონენტებისგან სრულად გაასუფთავებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები