23 მარტი 2019,   13:47
ვრცლად
იმ მოქალაქეთა სია, რომლებსაც ვალი გაუნულდებათ, vali.ge-ზე დღეიდან აიტვირთება

vali.ge-ზე, სადაც იმ მოქალაქეების სია განთავსდება, რომლებსაც ვალები გაუნულდებათ, სამი მსხვილი ბანკის -TBC-ის, საქართველოს ბანკის და ლიბერთი ბანკის სასესხო მონაცემების ატვირთვა დღეიდან დაიწყება. ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრმა გააკეთა. ივანე მაჭავარიანის თქმით, თავდაპირველად მოხდება ბანკებში არსებული ვალების მქონე პირების მონაცემების ბაზის განთავსება, რასაც მოჰყვება ონლაინ სესხების კლიენტების სია. ფინანსთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ფიზიკური პირები დროულად გადაამოწმებენ საკუთარ მონაცემებს vali.ge-ზე.

„დღეს 06:00 საათისთვის უნდა მოხდეს ამ სამი მსხვილი ბანკის ბაზების გაერთიანება და ვებ-გვერდზე, რომელსაც ჰქვია vali.ge 400 ათასზე მეტი ადამიანი და ფიზიკური პირი და ჯამში 600 ათასზე მეტი სესხი იქნება ატვირთული. იმედი მაქვს, რომ ბევრი ფიზიკური პირი შევა, ნახავს. იქ არის თავისი წესი. რამდენიმე ბანკი რიგში არის. არ გაგიკვირდებათ რომ  ჯერ ბანკები აიტვირთა და ონლაინ გამსესხებლების, რადგანაც აქ ბაზებიც დიდი იყო და  უფრო მოწესრიგებულიც იყო მინდა გითხრათ. იქ მიდის მოწესრიგება. მე მგონი ეს პროცესი გაგრძელდება. ამას საფრთხეს ვერაფერი ვერ შეუქმნის,“-განაცხადა ივანე მაჭავარიანმა. 

ვალების განულებს პროცესი 15 დეკემბრიდან დაიწყება. 

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები