20 მარტი 2019,   06:00
ვრცლად
ოსლოში მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები დააჯილდოვეს

ოსლოში მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები დააჯილდოვეს. ცერემონია, ტრადიციულად, ქალაქის მერიის შენობაში გაიმართა.

პრემია წელს სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ მებრძოლებს მიანიჭეს: კონგოელ ექიმ დენის მუკვეგეს და იეზიდ უფლებადამცველ ნადია მურადს, რომელიც თავად იმყოფებოდა დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ტყვეობაში.

გამარჯვებულებს, დიპლომთან და მედლებთან ერთად, 9 მილიონი შვედური კრონიც გადაეცათ.

ოსლოს შემდეგ, ნობელის პრემიის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონია სტოკჰოლმში გაგრძელდება.

დღის ამბები