23 მარტი 2019,   13:49
ვრცლად
მთავრობის დაპირების მიუხედავად, საიტი vali.ge არ მუშაობს

მთავრობის დაპირების მიუხედავად, საიტი vali.ge არ მუშაობს. ცოტა ხნის წინ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ საღამოს 18:00 საათისთვის საიტზე სამი მსხვილი ბანკის -TBC-ის, საქართველოს ბანკის და ლიბერთი ბანკის სასესხო მონაცემები იქნებოდა ატვირთული. მაჭავარიანის ამ განცხადების მიუხედავად, საიტზე შესვლა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

„დღეს 06:00 საათისთვის უნდა მოხდეს ამ სამი მსხვილი ბანკის ბაზების გაერთიანება და ვებ-გვერდზე, რომელსაც ჰქვია vali.ge 400 ათასზე მეტი ადამიანი და ფიზიკური პირი და ჯამში 600 ათასზე მეტი სესხი იქნება ატვირთული,"-განაცხადა მინისტრმა. 

დღის ამბები