20 მარტი 2019,   06:03
ვრცლად
არჩევნებიდან 12 დღეში პური გაძვირდა - პროდუქტის ფასი შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს

პური გაძვირდა. გაზრდილი ფასი პურის დახლებზე დღეს დილიდან გამოჩნდა. მომხმარებელი უკვე 10 თეთრით გაძვირებულ პურს ყიდულობს. ფასმა მოიმატა როგორც თეთრ, ისე რუხ პურზე. პურის კონკრეტული სახეობის ფასი, 13 თეთრითაც კი გაიზარდა.

მოსახლეობას ცხოვრება არჩევნებიდან ზუსტად 12 დღეში გაუძვირდა. მწარმოებლების თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში ისინი ფასებს ხელოვნურად ინარჩუნებდნენ, თუმცა ზუსტად იცოდნენ, რომ არჩევნების დასრულებიდან მალევე ფასი მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა.

მოქალაქეები ამბობენ, რომ დაუშვებელია იმ პროდუქტის გაძვირება, რომელსაც ყველა ოჯახი ყოველდღიურად მოიხმარს.

გაძვირებულია „იფქლის,“ „იფქლი პირველისა“ და კომპანია „დიღომის“ პროდუქცია. სამი ყველაზე მსხვილი მწარმოებელი, რომელიც ქართულ ბაზარს ამარაგებს, იძულებული გახდა, პურზე ფასი გაეზარდა. მიზეზად საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის და, შესაბამისად, ფქვილის გაძვირებაა.

მწარმოებლები უკვე 3 თვეა, ერთ ტომარა ფქვილს 7-8 ლარით უფრო ძვირად ყიდულობენ, თუმცა ამბობენ, რომ ამ დრომდე პურის ფასს საკუთარი შესაძლებლობით ინარჩუნებდნენ, ახლა კი ეს ვეღარ შეძლეს.

არ არის გამორიცხული, პური კიდევ გაძვირდეს. მაღაზიების პარალელურად, პურის გაძვირება მოსალოდნელია თონეებშიც.

ამავე თემაზე
დღის ამბები