20 მარტი 2019,   05:59
ვრცლად
“რაც 18 წელი დაამთავრა ჩემმა ბიჭმა, იმის შემდეგ წნეხის ქვეშ ჰყავს მილიციას" - პოლიციელების დაჭრის ფაქტზე ძებნილის დედა 

პოლიციელების დაჭრის ფაქტზე ძებნილის გოჩა ცხვედიანის დედა მომხდარში თავად პოლიციელებს ადანაშაულებს.

მისი თქმით, სამართალდამცველების მხრიდან მათთან სხვადასხვა საკითხზე თანამშრომლობის მიზნით გოჩა ცხვედიანზე ზეწოლა დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, რაზეც ცხვედიანი უარს ამბობდა.

ინეზა გოგავა ჰყვება, რომ მის შვილს უთვალთვალებდნენ და ცალკეულ შემთხვევებში ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ.

ძებნილის მშობელი დარწმუნებულია, რომ დანაშაულის პროვოცირება სწორედ პოლიციელებმა მოახდინეს. ინეზა გოგავასთვის უცნობია მისი შვილის, როგორც ადგილსამყოფელი, ისე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ის ეჭვობს, რომ ცხვედიანი დაჭრილია.

“რაც 18 წელი დაამთავრა ჩემმა ბიჭმა, იმის შემდეგ წნეხის ქვეშ ჰყავს მილიციას. ხან ამბობენ იარაღი აქვსო, ხან ამბობენ წამალს ყიდისო, ხან ამბობენ პლანს ეწევაო და ფაქტზე ვერ დაიჭირეს. კოპა ხარებავამ გამცეს კითხვაზე პასუხი- ჩემი შვილი ცოცხალია თუ არა,“-ამბობს გოჩა ცხვედიანის დედა ინეზა გოგავა.

ამავე თემაზე
დღის ამბები