24 იანვარი 2019,   07:39
ვრცლად
პრეზიდენტი ესწრება, აქვს თავისი როლი ამ ინაუგურაციაში - სალომე ზურაბიშვილი 

მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება. ამის შესახებ განცხადება, სალომე ზურაბიშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც პროტოკოლთან საკითხი შეთანხმდა.

ზურაბიშვილი ამბობს, რომ გიორგი მარგველაშვილს ამ პროცესში თავისი როლი აქვს. რაც შეეხება ინაუგურაციის დეტალებს, ზურაბიშვილის თქმით, გეგმა ყოველდღიურად იცვლება.

„მოსაწვევები მიდის თავისი რეჟიმით. ახლა ვსაუბრობდით პრეზიდენტის პროტოკოლთან, გავიარეთ დეტალები, პრეზიდენტი ესწრება, აქვს თავისი როლი ამ ინაუგურაციაში, როგორც მიღებულია,“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები