15 დეკემბერი 2019,   19:56
ვრცლად
პოლიტიკური ზეწოლა ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორზე - ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე საპარლამენტო უმრავლესობაში აზრი ორად გაიყო

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობაში აზრი ორად გაიყო.

მმართველი გუნდის დეპუტატების ნაწილი გამოძიებისგან ელოდება კითხვაზე პასუხს - გახდა თუ არა სკოლის დირექტორი პოლიტიკური ტერორის მსხვერპლი. ამისთვის კი შესაბამის უწყებებს ერთთვიან ვადას აძლევს.

გიორგი მოსიძემ, გედევან ფოფხაძემ, ირინა ფრუიძემ და ლევან კობერიძემ კერზაიას გარდაცვალების შემდეგ განცხადება გაავრცელეს. კლუბ „რა, სად, როდის“ ვეტერანმა მოთამაშეებმა გამოძიებისგან მოითხოვეს, გაირკვეს - გახდა თუ არა სკოლის დირექტორი პოლიტიკური ზეწოლის მსხვერპლი.

„ქართული ოცნების“ წევრების მეორე ნაწილი კი პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავს და მომხდართან დაკავშირებით არანაირი კითხვა არ აქვს.

„პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბარი შეიძლება იყოს გადაჭარბებული, თუმცა რადგან ეს კითხვები გაჩნდა და რადგან ეს პროცესი თავად დაემთხვა საარჩევნო პერიოდს, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. მინისტრთან კომუნიკაციის პრობლემა ჩვენ არ გვაქვს არანაირ საკითხთან დაკავშირებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ როგორც კი მოხდება დეტალების შესწავლა, პირადად მე აუცილებლად ჩავერთვები ამ საკითხის განხილვაში, ჩვენ გვექნება შესაბამისი კომუნიკაცია მინისტრთან,“-განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა.

მმართველი გუნდის დეპუტატებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბარი გადაჭარბებულია, თუმცა არსებულ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს.

„რა თქმა უნდა ის კითხვები, რომლებიც აქვს პირველ რიგში ოჯახს, ამას აუცილებლად პასუხი უნდა გაეცეს და იმავდროულად საზოგადოებისთვის უფრო მეტი კომუნიკაციაა განათლების სამინისტროდან საჭირო,“-ამბობს სოფიო კილაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები