20 ივნისი 2019,   00:00
ვრცლად
2018 და 2019 წლის ბიუჯეტი - კანონმდებლები დღეს ორ მთავარ საფინანსო დოკუმენტზე იმსჯელებენ 

2018 და 2019 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტები, დღეს პარლამენტში მწვავე დებატების მიზეზი გახდება.

2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის პარალელურად, კანონმდებლები ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე წლის  ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებებზე იმსჯელებენ.

მთავრობა თანხის გადანაწილებას და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების გაზრდას გეგმავს.

„ჩვენ გვაქვს უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა ვიდრე დაგეგმილი იყო ბიუჯეტით, მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ მოგვცა შესაძლებლობა, რომ გვქონოდა მაღალი შემოსავლები და შესაბამისად ჩვენ გვინდა, რომ ეს შემოსავლები გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ის გარკვეული პროექტები რაც გვაქვს, დაფინანსდეს 20019 წელსვე,“-განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ.

ოპოზიცია კი ამბობს, რომ ფული არამიზნობრივად იხარჯება, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ერთი მილიარდი ლარი 2018 წლის ბიუჯეტში ჯერ ისევ დაუხარჯავია.

„მიმდინარე წლის კორექტირებული ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ პარლამენტში, მის ასათვისებლად დარჩება რამდენიმე დღე. ეს იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 1 მილიარდი ლარის ხარჯები გადაიწევს უკვე 2019 წლისათვის. ეს უკვე დააწვება იმ წლის ბიუჯეტს და ბიუჯეტი იქნება არა 13 მილიარდი, არამედ 14 მილიარდი ლარი. ფაქტობრივად არის პერმანენტული ქაოსი საბიუჯეტო სფეროში,“-აცხადებს ენმ-ს წევრი რომან გოცირიძე.

ცვლილებების შესახებ დღეს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებენ.

დღის ამბები