20 ივნისი 2019,   00:00
ვრცლად
პოლიციელების დაჭრის ფაქტზე ძებნილი გოჩა ცხვედიანის საქმეს სახალხო დამცველი შეისწავლის

პოლიციელების დაჭრის ფაქტზე ძებნილის გოჩა ცხვედიანის დედა მომხდარში თავად პოლიციელებს ადანაშაულებს. მის განცხადებას, რომ დანაშაული თავად სამართალდამცველების მიერ არის პროვოცირებული სახალხო დამცველი ეხმაურება.

ნინო ლომჯარია მზად არის, ოჯახის დაინტერესების შემთხვევაში საკითხი ომბუდსმენის აპარატმა შეისწავლოს. მანამდე კი აუცილებელია, რომ თუ ოჯახს რაიმე მტკიცებულება გააჩნია პოლიციელების სავარაუდო დანაშაულის შესახებ,ის სახალხო დამცველის ოფისს გადაეცეს.

„ძალიან საყურადღებო განცხადებაა. მე სამწუხაროდ არ ვფლობ ინფორმაციას. მივმართავ ოჯახის წევრებს რომ მოგვაწოდონ ინფორმაცია, რა თქმა უნდა, დავინტერესდები და შევისწავლი თუ არსებობს რაიმე გარემოებები, რისი გადამოწმებაც არის შესაძლებელი“-ამბობს ნინო ლომჯარია.

ბრალდებულის დედა, ინეზა გოგავა ჰყვება, რომ მის შვილს უთვალთვალებდნენ და ცალკეულ შემთხვევებში ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ.

ძებნილის მშობელი დარწმუნებულია, რომ დანაშაულის პროვოცირება სწორედ პოლიციელებმა მოახდინეს. ინეზა გოგავასთვის უცნობია მისი შვილის, როგორც ადგილსამყოფელი, ისე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ის ეჭვობს, რომ ცხვედიანი დაჭრილია.

ამავე თემაზე
დღის ამბები