20 მარტი 2019,   05:57
ვრცლად
ბიუჯეტი თბილისელების ინტერესების გარდა ყველაფერზეა მორგებული - ოპოზიცია დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტს აპროტესტებს

თბილისის 2019 წლის ბიუჯეტი საკრებულოში უკვე დარეგისტრირდა. ოპოზიცია კი მთავარი საფინანსო დოკუმენტის შესახებ მწვავე დებატებს აანონსებს.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი მოსახლეობის ინტერესებზე ორიენტირებული არ არის და მთავრი პრიორიტეტი ბიუროკრატიული ხარჯებია.

„ღამით ფარულად შემოიტანეს ბიუჯეტი, რომელიც თბილისელების ინტერესების გარდა აბსოლუტურად ყველაფერზეა მორგებული. ბიუჯეტში წერია ის, რომ 7 მილიონით იზრდება საქონელი და მომსახურება და შრომის ანაზღაურება, რაც ნიშნავს იმას, რომ კიდევ უფრო მეტი ანაზღაურება ექნებათ, კიდევ უფრო მეტს დახარჯავენ მივლინებებში, კიდევ უფრო მეტს დახარჯავენ რესტორნებში,“-აცხადებს ენმ-ს წევრი ლევან ხაბეიშვილი.

ოპონენტების ამ შენიშვნებს დედაქალაქის მერი იზიარებს.  კახა კალაძის თქმით, ბიუჯეტით წინასაარჩევნოდ დაანონსებული ყველა პროექტი განხორციელდება.

„ოპოზიცია თავიდანვე აპროტესტებდა, სანამ გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. რაც შეეხება ბიუჯეტს, თუ გადავხედავთ ყველაზე მაღალი ბიუჯეტი იქნება და მომდევნო წლის განმავლობაში სპეცტრანსფერებით, კონკრეტულ პროექტებზე დაახლოებით მილიარდს გადააჭარბებს დედაქალაქის ბიუჯეტი,“-ამბობს კალაძე.

2019 წლის ბიუჯეტი დაახლოებით 927 მილიონია და ის, წინა წელთან შედარებით დაახლოებით 10 მილიონით არის გაზრდილი.

დღის ამბები