17 ივნისი 2019,   01:53
ვრცლად
"პრეზიდენტის სასახლე, თბილისის ნაცვლად, ქუთაისში უნდა განთავსდეს" - ზურაბ ჯაფარიძე

"პრეზიდენტის სასახლე, თბილისის ნაცვლად, ქუთაისში უნდა განთავსდეს," - ეს განაცხადება გირჩის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

გირჩის ლიდერი ამბობს, რომ თბილისში მდებარე სასახლე უნდა გაიყიდოს, ახალი რეზიდენცია კი ქუთაისში აშენდეს.

„პრეზიდენტის სასახლე არის ის, ახლა რომელიც არის სასახლე, თუმცა, მე დიდი ხანია, ვარ იმ პოზიციაზე, რომ ის სასახლე, რომელიც არის ავლაბარში, იმის გამოყენება შეიძლება ბევრად უფრო კარგი მიზნებისთვის. ზოგადად ვარ მომხრე იმის, რომ სახელმწიფო სტრუქტურები არ იყოს ქალაქის ცენტრში, სადაც უძრავი ქონების ფასი არის ძალიან მაღალი იმიტომ, რომ ასეთი ტიპის ქონებას შეუძლია ეკონომიკისთვის ბევრი სხვა სარგებლის მოტანა და ადმინისტრაციული შენობები შეიძლება, იყოს სადღაც სხვაგან, მათ შორის, მე მგონია, რომ ადმინისტრაციული შენობები უნდა წამოსულიყო ქუთაისში. მთლიანად მთავრობა უნდა გადმოსულიყო ქუთაისში, საქართველოს პარლამენტთან ერთად და აქ უნდა ყოფილიყო,“ - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

დღის ამბები