24 იანვარი 2019,   07:30
ვრცლად
მკვლელობა მარნეულში - 60 წლის ქალი საკუთარი სახლის სარდაფში დამარხული იპოვეს

მკვლელობა მარნეულში - 60 წლის ქალი მეზობლებმა საკუთარი სახლის სარდაფში დამარხული იპოვეს. ბასტი მამედოვას 5 დღის განმავლობაში ეძებდნენ.

ქალს ოჯახი არ ჰყავდა და მასთან ერთად მხოლოდ მისი ძმისშვილი ცხოვრობდა, რომელიც თავადაც დაკარგულია.

მეზობლებს ეჭვი აქვთ, რომ მკვლელი სწორედ ის არის.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შსს-ს ცნობით, დადგენილია სავარაუდო დამნაშავე და მის დასაკავებლად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

დღის ამბები