23 მარტი 2019,   13:46
ვრცლად
"სალომე ზურაბიშვილი არის 200 ადამიანის პრეზიდენტი, ვინც ესწრებოდა იმ ინაუგურაციას" - ზალიკო უდუმაშვილი

რუსთაველის გამზირზე, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის აქცია უნდა დაიწყოს, ზალიკო უდუმაშვილი მივიდა. ადგილზე ოპოზიციის წევრებმა კარვები უკვე გაშალეს და აქცია სულ ცოტა ხანში დაიწყება.უდუმაშვილმა გაერთიანებული ოპოზიციის გეგმებზე ისაუბრა.

„შემიძლია, პირობა მივცე საზოგადოებასაც, ბატონ ივანიშვილისაც და ქალბატონ ზურაბიშვილსაც, რომ არ მივცემთ მოსვენებას იმ ადამიანებს, რომლებმაც განახორციელეს სახელმწიფოს მიტაცება. დღეს იყო კლასიკური მაგალითი, როგორ უნდა მიიტაცო სახელმწიფო, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია ჩატარდა 200 ადამიანისთვის. სალომე ზურაბიშვილი არის 200 ადამიანის პრეზიდენტი, ვინც ესწრებოდა იმ ინაუგურაციას. დანარჩენი საქართველო მას, როგორც პრეზიდენტად, არ აღიარებს,“ - განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა.

უდუმაშვილმა გურჯაანში განვითარებული მოვლენები გაიხსენა და განაცხადა, რომ ხელისუფლებას რამდენიმე ათასი ადამიანის მშვიდობიანი აქციის შეეშინდა. მისი თქმით, დანიშნულების ადგილიდან 30 კილომეტრის დაშორებით გზა ჩაუხერგეს, რათა ისინი ქალაქში ვერ ჩასულიყვნენ და სალომე ზურაბიშვილს დისკომფორტი არ ეგრძნო.

გარდა ამისა, ზალიკო უდუმაშვილმა სიცრუე უწოდა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ თელავში ოპოზიციას ყვარლის გზის გავლით შეეძლოთ მოხვედრა და ამის შესახებ აქციის მონაწილეები ინფორმირებულები იყვნენ.

ზალიკო უდუმაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციის წევრებისთვის არავის უცნობებია, რომ ყვარლის გზა თავისუფალი იყო. მისი თქმით, ყვარლის გზისკენ რომც დაძრულიყვნენ, ტერიტორია იქაც ჩაკეტილი დახვდებოდათ.

ამავე თემაზე
დღის ამბები