23 მარტი 2019,   13:48
ვრცლად
"სამარცხვინოა ეს ქალი, სამარცხვინოა მოპარული არჩევნებით" - გიორგი ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიცია მშვიდობიან აქციას რუსთაველის გამზირზე გამართავს. გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ოპოზიციის ლიდერები, მხარდამჭერებთან ერთად, თელავში არ შეუშვეს.

გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ დღეს პოლიციამ დაარღვია კანონი და არ მისცა მოქალაქეებს საშუალება, გამოეხატათ მშვიდობიანი პროტესტი.

„რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, სამარცხვინოა ეს ქალი, სამარცხვინოა მოპარული არჩევნებით, რომელიც მოიპარა ივანიშვილმა  და "ქართულმა ოცნებამ" მისთვის. სამარცხვინოა დღევანდელი დღე საქართველოს ისტორიაში, მთელი მსოფლიო უყურებს საქართველოს, როგორ შეგვიზღუდეს ადამიანებს ჩვენი პოზიციის გამოხატვის უფლება. და რა ფონზე აკეთებდა ეს ქალბატონი ფიცის დადებას, რომელიც შეიძლება ლეგიტიმურიც კი არ იყოს ამ ფიცის დადება,“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, ტყუილია ის განცხადება, თითქოს, ოპოზიციის ლიდერებმა იცოდნენ გზის გადაკეტვის თაობაზე.

"ეს არის ბოდვა. აღარ იციან თავი როგორ გაიმართლონ. ვის გაუგია აქციაზე ხელისუფლების დაორგანიზებული ავტობუსებით გადაყვანა. ეს არის აბსურდი,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

რაც შეეხება სამოქმედო გეგმას, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ გადაწყვეტილებას ოპოზიციის ლიდერები ერთობლივად მიიღებენ და ის ცოტა ხანში გახდება ცნობილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები