24 იანვარი 2019,   07:35
ვრცლად
მოვედით, რომ გადავწყვიტოთ შემდგომი სამოქმედო გეგმა - გრიგოლ ვაშაძე რუსთაველის გამზირზე მივიდა

იმ უმსგავსობის შემდეგ, რაც დღეს მოხდა რუსთაველის გამზირზე, მოვედით იმისთვის, რომ დავილაპარაკოთ და გადავწყვიტოთ შემდეგი მოქმედებების გეგმა - ამის შესახებ განცხადება გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა, რომელიც გომბორიდან სულ რამდენიმე წუთის წინ ჩამოვიდა და დედაქალაქის მთავარ გამზირზე მივიდა.

გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ შერიგებას იმასთან რაც მოხდა ოპოზიცია არ გეგმავს. ოპოზიციის ლიდერი აცხადებს, რომ თელავში აქციის მონაწილეები აპირებდნენ მშვიდობიანი მანიფესტაციის ჩატარებას. გრიგოლ ვაშაძის თქმით, ხელისუფლებას ხალხის ეშინია.

„ძალიან ეშინიათ და ეშინიათ არა გაერთიანებული ოპოზიციის და მასში შემავალი პარტიების, ეშინიათ საქართველოს განრისხებული მოქალაქის. იმიტომ, რომ ის კადრები, რაც „რუსთავი 2“-მა აჩვენა ნათლად ამტკიცებს, რა უმსგავსობა იყო ჩადენილი ამ ვითომ არჩევნების დროს. ეს არჩევნები იყო?“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მისივე თქმით, ყველა იმ ფაქტზე, რაც მოხდა არჩევნებზე და მის შემდგომ ოპოზიცია აპირებს სამართლებრივ დავას.

გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ის შეთავაზებაზე, რაც ოპოზიციას ჰქონდა, ხელისუფლებამ დღევანდელი ქმედებით უპასუხა. მისივე თქმით, ყველა ის მოთხოვნა, რაც ჰქონდა ოპოზიციას ძალაში რჩება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები