23 მარტი 2019,   13:48
ვრცლად
"რა ხდებოდა დღეს საერთოდ ხალხო, მართლა შეიძლებოდა ჭკუიდან შეშლილიყავი ადამიანი" - ზალიკო უდუმაშვილი

"რა ხდებოდა დღეს საერთოდ ხალხო, მართლა შეიძლებოდა ჭკუიდან შეშლილიყავი ადამიანი" - ასე აფასებს გურჯაანში განვითარებულ მოვლენებს გაერთიანებული ოპოზიციის წევრი ზალიკო უდუმაშვილი. ის ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე იმყოფება, სადაც ოპოზიციის ის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, ვინც დღეს თელავში არ შეუშვეს.

უდუმაშვილი იმ უპრეცედენტო მასშტაბების ბარიკადებზე საუბრობს, რომელიც, მისი თქმით, პოლიციამ გზაზე მოაწყო იმისთვის, რომ ოპოზიციას ვერ გამოეხატა საკუთარი პროტესტი.

„ჯერ გომბორზე არ გაგვატარეს, გვითხრეს, რომ არ შეიძლება წადითო გურჯაანით. იქ დაგვახვედრეს რა რაოდენობის კორდონი, ვერ წარმოიდგენთ. მატარებელს იმ ლიანდაგზე ბოლო 20 წელია, არ გაუვლია იმიტომ, რომ ამორტიზებულია ლიანდაგი. მატარებელი მოიყვანეს ელმავალით და ორი ვაგონით, რომ ის კორდონი რომ გაგვეწია, პოლიციის მატარებელი შემოეყვანათ და მატარებლით ჩაეხერგათ გზა. და ვისი ეშინოდათ? რამდენიმე ათასი ადამიანის, რომლებიც მიდიოდნენ მშვიდობიანი აქციისთვის თელავში,“- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა

ამავე თემაზე
დღის ამბები