24 აგვისტო 2019,   12:14
ვრცლად
20 ათასი ლარი სარიტუალო და სადღესასწაულო ყვავილებისთვის - ოპოზიცია თბილისის მერს ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს 

20 ათასი ლარი ყვავილებისთვის - თბილისის მერიამ აღნიშნული თანხა ბიუჯეტიდან სადღესასწაულო და სარიტუალო ყვავილების შესაძენად გამოყო. 

ოპოზიცია არამიზნობრივ ხარჯზე საუბრობს. თბილისის საკრებულოს დეპუტატები კახა კალაძეს მოუწოდებენ, თანხა მოსახლეობის საჭიროების მიხედვით დახარჯოს.

„დედაქალაქის მერი ბიუჯეტის ფულით ყიდულობს გვირგვინებს, ვენოკებს და ყვავილებს იმისთვის, რომ ხვალ რაიმე ღონისძიებაზე, რომ მივა მან ბიუჯეტის ხარჯზე შეიძინოს ეს ვენოკები. გაგახსენებთ, ეს ადამიანები არიან, რომლებმაც მესამე პრეზიდენტს ბრალი წაუყენეს ვაცლავ ჰაველის დასაფლავებაზე ვენოკის ყიდვისთვის. საკრებულოს სხდომა იქნება თუ სარევიზიო კომისიის სხდომა აუცილებლად დავაყენებთ საკითხს,“-განაცხადა ენმ-ს საკრებულოს წევრმა ლევან ხაბეიშვილმა.  

დღის ამბები