18 ივნისი 2019,   13:50
ვრცლად
„მხოლოდ ქართულის“ მეორე სეზონის გამარჯვებული გიორგი კელაპტრიშვილი გახდა

გიორგი კელაპტრიშვილი მხოლოდ ქართულის მეორე სეზონის გამარჯვებულია გახდა.
მან 300-ათასი შემოსული ზარიდან ყველაზე მეტი ხმა დააგროვა.

მეგაშოურს გამარჯვებულს თბილისში ბინა გადაეცემა. "რუსთავი 2"- ის გადაწყვეტილებით კი,  მხოლოდ ქართულის 3 ფინალისტი 1 წლის განმავლობაში ყოველთვიურად 2000 ლარიან სტიპენდიას მიიღებს.

„ყველას, ვინც უმცირესი წვლილი შეიტანა, ვინც დღეს ჩვენთანაც არ არის, მაგრამ პროექტის დასაწყისში იყო, ყველას ძალიან დიდი მადლობა და რაც მთავარია, მადლობა რუსთავი 2-ს, იმიტომ, რომ ასეთი მაგარია. ასეთი რამე მარტო რუსთავი 2-ზე შეიძლება გამოვიდეს. არსად ისე არ მღერიან, როგორც აქ, ამ არხზე, “- განცხადა გვარამიამ.

"მხოლოდ ქართულის" ფინალი გარდაცვლილი ჟურნალისტის ლევან ჩხაიძის - ჯაკოს ხსოვნისადმი მიძღვნილი სიმღერით გაიხსნა. ნიკა გვარამიას თხოვნით, დარბაზში მის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

დღის ამბები