24 აგვისტო 2019,   12:15
ვრცლად
"საკადრო პოლიტიკა იმართება ერთი კაბინეტიდან და ამას ჰყავს ერთი ხელმძღვანელი, კახა კალაძე" - ვასო ურუშაძე

ჰაბჯორჯიას აღმასრულებელი დირექტორი, ვასო ურუშაძე, დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებას ეხმაურება, რომელსაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ვასო ურუშაძე აცხადებს, რომ ყაზტრანსგაზის გენერალური დირექტორი თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მოქმედი ხელმძღვანელი, მამუკა კობახიძეა.

„ეს იმას ნიშნავს, რა თქმა უნდა, რომ ეს საკადრო პოლიტიკა იმართება ერთი კაბინეტიდან და ამ საკადრო პოლიტიკას ჰყავს ერთი ხელმძღვანელი. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს იქნება თბილისის მერი, კახა კალაძე. ის მოსაზრებები, რომ, თითქოს, თბილისის მერია არ არის პასუხისმგებელი იმ საკადრო პოლიტიკაზე, რაც არის ამ კომპანიაში, არის ტყუილი და მეტიც, ყველა დონეზე, თითქმის, ამ კომპანიაში, როგორც სხვა სახელმწიფო ორგანიზაციაში და ასევე, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში, სამწუხარო რეალობა არის ის, რომ ყოველწლიურად მცირდება პროფესიონალი კადრების რაოდენობა და იზრდება პოლიტიკური აქტივისტების, ნაცნობობით, ნათესაობით, ოჯახის წევრობით დასაქმებული ადამიანების რაოდენობა,“ - ამბობს ურუშაძე.

ურუშაძის თქმით, ყაზტრანსგაზთან კახა კალაძეს ბიზნესინტერესები აქვს. ურუშაძე ამბობს, რომ ბოლო პერიოდში თბილისის მერის ბიზნეს დაინტერესებები აშკარა გახდა.

„თუ თბილისის მერის დაინტერესების სფეროებს გადავხედავთ, ეს არის ენერგეტიკა, ეს არის ნავთობპროდუქტები და სხვადასხვა მიმართულება, რა თქმა უნდა, პირდაპირ ჩნდება შეკითხვა, რომ დაინტერესება, პირდაპირ არამხოლოდ პოლიტიკური ნიშნით იქნა ადამიანების დასაქმება, არამედ პირადი ფინანსური დაინტერესებაც არსებობს,“ - ამბობს ურუშაძე.

ვასო ურუშაძისთვის დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ კახა კალაძის განცხადება მიუღებელია, რომელმაც ოპონენტებს კრიტიკის პასუხად მთაწმინდიდან გამოქანება ურჩია.

თბილისში, ავთანდილის ქუჩაზე, მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი. მომხდარის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების ფარგლებში ყაზტრანსგაზის 2 თანამშრომელი დააკავა.

ამავე თემაზე
დღის ამბები