18 ივნისი 2019,   13:53
ვრცლად
ხმაური ფოთის საკრებულოში - "ენმ-ის" წევრი შიმშილობის დაწყებას აანონსებს

ფოთის საკრებულოში  ხმაური იყო. ოპოზიციამ ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებები გააპროტესტა, რომლის თანახმადაც, სტაციონარულ პროგრამებს 15 ათასი ლარი მოაკლდა.

ხელისუფლების ოპონენტები სოციალურ პაკეტში განხორციელებულ ცვლილებებსაც აპროტესტებენ, რომლის მიხედვით, გარკვეული პროგრამების დაფინანსება შეჩერებულია.

პროგრამის აღდგენის მოთხოვნით "ნაციონალური მოძრაობის" წევრი შიმშილობის დაწყებას აანონსებს.

ხელისუფლებას ოპოზიციის მოთხოვნები უსაფუძვლოდ მიაჩნია.

დღის ამბები