23 ივლისი 2019,   05:49
ვრცლად
განმარტოს ხელისუფლებამ, რატომ არ დაუჭირეს მხარი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ოთხოზორია-ტატუნაშვილის რეზოლუციას - კაპანაძე

"ევროპული საქართველო" ხელისუფლებას განმარტებებს სთხოვს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მმართველ გუნდს მიმართავს, განმარტოს, რატომ არ დაუჭირეს მხარი ევროსაბჭოში მიმდინარე კენჭისყრაზე ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას. 

კაპანაძის თქმით, მმართველი გუნდმა უნდა განმარტოს, რა გახდა ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ რეზოლუციის მხარდაჭერაზე უარის თქმა, იყო ეს რუსეთისთვის მაამებლური ნაბიჯი, თუ არსებობს სხვა მიზეზები.

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია მაგნიტსკის სიაზე, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის ასევე ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია. ეს არის რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ევროპის ქვეყნებს, გაავრცელოს ორიენტირებული სანქციები იმ ქვეყნებსა და ადამიანებზე, რომლებიც არღვევენ ადამიანის უფლებებს, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

არის სერიოზული კითხვები, თუ როგორ იქცევა ხელისუფლება და "ქართული ოცნება". გუშინ, როდესაც განიხილებოდა ეს რეზოლუცია ,"ქართული ოცნების" არცერთ წევრს არ დაუჭერია მხარი ამ რეზოლუციისთვის, აქ საუბარია, რომ არა მხოლოდ ოთხოზორია-ტატუნაშვილის კუთხითაა მნიშვნელოვანი ეს რეზოლუცია, ზოგადად, რეზოლუციაა, რომელიც რუსეთს, ოკუპანტ ქვეყანას მოუწოდებს, დაიცვას  ადამიანის უფლებები. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მხარდამჭერი არცერთი პოზიცია არ დაფიქსირებულა, დებატებშიც კი არ მიიღეს მონაწილეობა.

მივმართავ "ქართულ ოცნებას", განმარტონ პოზიცია, რატომ არ დაუჭირეს ამ ძალიან მნიშვნელოვან რეზოლუციას მხარი. ეს არის მორიგი მაამებლური ნაბიჯი რუსეთთან მიმართებაში, თუ ეს არის სხვა ახსნის მქონე საქციელი,“- აცხადებს სერგი კაპანაძე.

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია "ევროპული საქართველოს" მიერ პარლამენტში შარშან იქნა ინიცირებული, მაშინ ამ ინიციატივას წინააღმდეგობა მოჰყვა მთავრობის მხრიდან, მაგრამ შემდეგ პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები