24 აგვისტო 2019,   12:13
ვრცლად
"ოპოზიცია არის უკიდურესად უსინდისო... საქმე ნახონ, რა მართლა" - ჩუგოშვილი კაპანაძეს პასუხობს

"საქმე ნახონ, რა მართლა" - ასე პასუხობს საპარლამენტო უმცირესობის განცხადებას ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი.

ჩუგოშვილი უსინდისობას უწოდებს სერგი კაპანაძის მოთხოვნას, განმარტოს ხელისუფლებამ, რატომ არ დაუჭირა მხარი ევროსაბჭოში ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის რეზოლუციას. ჩუგოშვილი ამბობს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო და რეზოლუციას მხარი დაუჭირა. 

„ოპოზიცია არის უკიდურესად უსინდისო - პირდაპირ ვამბობ ამას, იმიტომ რომ ის ცვლილებები, რომელიც არის დაინიცირებული და მაგნიტსკის  სიაში ტატუნაშვილი-ოთხოზორიას  სიის ჩასმას შეეხება არის ინიცირებული ოთხი ქართველის მიერ, ამ ოთხიდან ორი არის უმცირესობა და ორი არის უმრავლესობა. ცვლილების ინიციატორები არიან ასევე დიმიტრი ცქიტიშვილი და ზვიად კვაჭანტირაძე.  მე პირადად ვმონაწილეობდი კენჭისყრაში და არაფერში არ წერია. ესეთი განცხადების გაკეთება, რომელიც მე სერგი კაპანაძისგან მოვისმინე , უბრალოდ სრული უსინდისობა მგონია და ძალიან გული მწყდება მისგან იმიტომ, რომ ამას არ მოველოდი. იმიტომ, რომ იაფფასიანი და პრიმიტიული განცხადებები გააკეთა. მივიღე მონაწილეობა კენჭისყრაში, როგორ არ მივიღე. არ მესმის საერთოდ რაზე დაობს უმცირესობა?-საქმე ნახონ რა მართლა,არაფერში არ წერია. ეს არის უსაქმო ადამიანების ნაცრის ჩხრეკა მე მგონი, მეტი არაფერი,“-ამბობს თამარ ჩუგოშვილი.

სერგი კაპანაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობას მონაწილეობა არ მიუღია კენჭისყრაში, სადაც ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის რეზოლუცია დამტკიცდა. 

კაპანაძე ხელისუფლებას განმარტებებს სთხოვს, რატომ არ მისცა ხმა ოკუპანტი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიღებულ დოკუმენტს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები