18 ივნისი 2019,   13:51
ვრცლად
სისხლის სამართლის დანაშაულისთვის წაყენებული ბრალი - გეგეშიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი სავარაუდოდ, ვეღარ იქნება

გეგა გეგეშიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი სავარაუდოდ, ვეღარ იქნება - ფედერაციის წესდების მიხედვით ნასამართლევ პირს ხელმძღვანელის პოზიციის დაკავება ეკრძალება.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. გეგა გეგეშიძეს გვიან ღამით წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალი 126-ე ძალადობის მუხლით წაუყენეს, რაც ერთწლიან პატიმრობას ან ჯარიმას ითვალისწინებს.

ჯერჯერობით უცნობია, დააყენებს თუ არა პროკურატურა სასამართლოში გეგა გეგეშიძის დაპატიმრების შუამდგომლობას. საქმეში კი უკვე დევს "შაბათის კურიერში" გასული კადრები, სადაც ჩანს როგორ სასტიკად უსწორდება გეგა გეგეშიძე ევროპის ქართველ ჩემპიონს.

დღის ამბები