24 აგვისტო 2019,   12:08
ვრცლად
საპენსიო ფონდების გარეშე ადეკვატური სოციალური დაცვის უზრუნველყოფა არის წარმოუდგენელი - პრემიერი 

საპენსიო ფონდის გარეშე ადეკვატური სოციალური დაცვის უზრუნველყოფა წარმოუდგენელია - ეს განცხადება, პრემიერ-მინისტრმა facebook live-ში, დაგროვებითი პენსიის საკითხზე საუბრისას გააკეთა.

მამუკა ბახტაძე პოპულიზმს უწოდებს განცხადებებს იმის შესახებ, რომ საპენსიო ფონდის შექმნის აუცილებლობა ქვეყანაში არ არსებობს. მთავრობის მეთაურის მტკიცებით, ახალი რეფორმის პირობებში, რისკები დაზღვეულია, რაც სოციალური უზრუნველყოფის გარანტია.

„საპენსიო ფონდების გარეშე ადეკვატური სოციალური დაცვის უზრუნველყოფა არის წარმოუდგენელი. შესაბამისად ჩვენც უნდა ავირჩიოთ ეს გზა. სხვა საკითხებზე საუბარი, რომ საქართველოს არ სჭირდება საპენსიო ფონდი, ისე შეუძლია მომავალში უზრუნველყოს სოციალური დაცულობის მაღალი ხარისხი, ეს არის ჩემი შეფასებით, ძალიან იაფფასიანი პოპულიზმი. ჩვენ უნდა ვისაუბროთ როგორი უნდა იყოს ფონდი, უფრო ეფექტური, უფრო კარგად მართული. რისკები არის შეფასებული და არის დაზღვეული. ის უზრუნველყოფს იმას, რომ ზრდა, კაპიტალიზაცია მოხდეს იმდაგვარად, რომ ინფლაცია მასზე ნეგატიურად არ აისახოს,“-განაცხადა პრემიერმა.

 

დღის ამბები