20 მარტი 2019,   00:11
ვრცლად
ვიზიტი ევროპის დედაქალაქში - პანკისელი მასწავლებლების დელეგაცია ბრიუსელს ეწვია

პანკისელი მასწავლებლების დელეგაცია, გასულ კვირას, ევროპის და ევროპული ღირებულებების ახლოს გასაცნობად კონტინენტის დედაქალაქს ეწვა. ზოგიერთი მათგანისთვის ეს პირველი მგზავრობა იყო სხვა ქვეყანაში და ევროპის კარი პირველად გაიღო.

მასწავლებლებმა ბრიუსელში მოინახულეს ევროკავშირის მთავარი სტრუქტურები, იმყოფებოდნენ ნატოს შტაბბინაში, რომელთაც თბილი მიღება მოუწყვეს.

პროექტი, რომელიც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან ერთად მოამზადა, ევროკავშირმა დააფინანსა.

პანკისელი მასწავლებლები შუაგულ ევროპაში ჩავიდნენ იმისთვის, რომ ევროსტრუქტურების პასუხისმგებელი პირებისგან პირადად მოესმინათ გზავნილები ჩვენი ქვეყნის მიმართ, მაგრამ სათქმელი თვითონაც ჩაიტანეს. ყველაზე მტკივნეული ამბები პანკისის ხეობიდან. 

დღის ამბები