24 აგვისტო 2019,   12:14
ვრცლად
ბათუმში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი ბინა დაიწვა

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ორ სართულიანი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად საცხოვრებელი ბინა დაიწვა. ასევე დაზიანდა სახლის სახურავი და კომერციული ფართი. 

ადგილზე ამ დრომდე სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადაა მობილიზებული და ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ.
მეზობლების ინფორმაციით, ხანძრის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა, ბინა მეპატრონეს გაქირავებული ჰქონდა.

დღის ამბები