25 მარტი 2019,   19:01
ვრცლად
უნდა შეიქმნას პირველ რიგში, ის ფორმატი, სადაც ყველა მიიღებს მონაწილეობას - ლომჯარია მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის გადავადებაზე 

სახალხო დამცველი პირველ და მეორე ინსტანციაში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების ინიციატივას ეხმაურება.

დეპუტატ ეკა ბესელიას ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 5 წლით გადადებას გულისხმობს, დღეს პარლამენტსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მსჯელობენ.

ომბუდსმენი ამბობს, რომ სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, ინიციატივები ერთობლიობაში უნდა განიხილონ.

„ვფიქრობ, რომ სასამართლო სისტემაში არის გასატარებელი სისტემური პრობლემები. ცალკეულ ინიციატივებზე მე ვფიქრობ, რომ ახლა რა იქნება სწორი, ამაზე მსჯელობა არ იქნება ჩემი მხრიდან სწორი. ვფიქრობ, რომ უნდა შეიქმნას პირველ რიგში, ის ფორმატი, სადაც ყველა მიიღებს მონაწილეობას. სამწუხაროდ, დღეს არსებულ ფორმატში არასამთავრობო სექტორი, რომელთა მონაწილეობაც ძალიან მნიშვნელოვანია, არ იღებს მონაწილეობას. ამიტომ ვფიქრობ, რომ უნდა შეიქმნას ისეთი ფორმატი, სადაც ყველას ექნება ამ ფორმატის მიმართ ნდობა და იქ უნდა ვისაუბროთ სისტემურ ცვლილებებზე,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

დეპუტატ ეკა ბესელიას ინიციატივაზე, რომელიც საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცესის შეჩერებას გულისხმობს, დღეს ბიუროს სხდომაზე იმსჯელებენ.

დეპუტატებმა უნდა გადაწყვიტონ, როდის განიხილავენ ცვლილებათა პროექტს კომიტეტებში.

ბესელიას ინიციატივა უკვე გახდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების კრიტიკის მიზეზი. საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, სწორედ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების საკითხს განიხილავენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები