25 მარტი 2019,   18:59
ვრცლად
როცა აფასებს ვინ რომელ კურსზე უნდა იყოს ან ვინ რომელ კლასშია, თვითონ უნდა იყოს რომელიმე კლასში - ბესელია ზარდიაშვილის მორიგი დაპირისპირება 

მორიგი დაპირისპირება მმართველი გუნდის წევრებს შორის - ეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილს აკრიტიკებს და მას პროფესიონალიზმს უწუნებს. ბესელია ამბობს, რომ “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები უნდა შეაფასონ მათ ვინც კვალიფიციური იურისტია და არა მათ ვინც, პირველ კურსზე კი არა, პირველ კლასშიც არ არის იურიდიული განათლებით.

ბესელიას ეს მწვავე რეპლიკა ვანო ზარდიაშვილის განცხადებამ გამოიწვია, რომელიც ამბობს, რომ მსგავს ცვლილებებს ხელს არც ერთი პირველკურსელი და თავმოყვარე იურისტი არ მოაწერდა. 

"ვინც საუბრობს კლასებზე, კურსებზე და აფასებს ვინ რომელ კურსზე უნდა იყოს ან ვინ რომელ კლასშია და რანგებს აანალიზებს, თვითონ უნდა იყოს რომელიმე კლასში. როცა არცერთ კლასში არაა და არცერთ კურსზე არა არის თავისი რანგით თუ კვალიფიკაციით, როგორც იურისტი, მათ ნაკლებად შეუძლიათ შეაფასონ ასეთი პროექტები.

"იმდენად აღელდა იუსტიციის უმაღლესი საბჭო და უმაღლესი საბჭოს ლობისტებიც ამ ცვლილებების გამო,ჩანს რომ ჩვენ ზუსტად მივაგენით და მივედით იმ საკითხთან, რომლითაც უნდა მოხდეს დროებით შეჩერება, მორატორიუმი რათა მთელი სასამართლო სისტემა არ ჩაიკეტოს. დღეს მოვისმინე განცხადება,ერთ-ერთი მოსამართლე ამბობდა, რომ იუსტიციის საბჭომ უნდა დანიშნოს საკუთარი წარმომადგენელი პარლამენტში. იუსტიციის საბჭოს უშტატოდ ისედაც ჰყავს ძალინ ბევრი წარმომადგენელი პარლამენტში და ჰყავს ლობისტები,რომლებიც სასამართლოზე პირველ პირში ლაპარაკობენ ხოლმე,"-აცხადებს ეკა ბესელია. 

ეკა ბესელიას თანამოაზრეები ფიქრობენ, რომ ვანო ზარდიაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არ არის და შესაბამისად მისი აზრი არსებულ პროექტთან მიმართებაში გუნდის პოზიციას არ ასახავს. 

დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის პოზიციას პლენარულ სესიაზე ელოდება.

პოზიციის სესიაზე დაფიქსირებას და შეურაცხყოფისგან თავის შეკავებას ურჩევს თანაგუნდელს დეპუტატი ლევან კობერიძეც. 

იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებისთვის დეპუტატების ინიციატივა, რომელიც “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას ითვალისწინებს და პირველ და მეორე ინსტანციაში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 2025 წლამდე გადავადებას გულისხმობს, კატეგორიულად მიუღებელია. ინიციატივის ავტორი ეკა ბესელიაა, ცვლილებების პროექტს ხელს 9 დეპუტატი აწერს. 

იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებისთვის დეპუტატების ინიციატივა, რომელიც “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას ითვალისწინებს და პირველ და მეორე ინსტანციაში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 2025 წლამდე გადავადებას გულისხმობს, კატეგორიულად მიუღებელია. ინიციატივის ავტორი ეკა ბესელიაა, ცვლილებების პროექტს ხელს 9 დეპუტატი აწერს. 

დღის ამბები