20 თებერვალი 2019,   22:45
ვრცლად
მოსამართლეებს პასუხის ღირსად არ თვლით, თუ რა ხდება? - მეთოფიშვილი იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებს მიმართავს

ხარვეზები სასამართლო სისტემაში - იუსტიციის საბჭოს გასვლითი სხდომა დღეს მოსამართლეებმა პოლიტიკურ ბრალდებებს დაუთმეს. შეხვედრას მთელი საქართველოს მასშტაბით, 150 მოსამართლე ესწრებოდა.

მოსამართლეებისთვის კატეგორიულად მიუღებელია ბესელიას ინიციატივა, რომელიც უვადოდ დანიშვნის პროცესის დროებით შეჩერებას ითხოვს.

მოსამართლეებმა სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნეს, რომ დეპუტატების ინიციატივა კრახისთვის არის განწირული.

მოსამართლეების ბრალდებების ადრესატები საბჭოს არამოსამართლე წვერებიც იყვნენ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, სერგო მეთოფიშვილმა ანა დოლიძეს და ნაზი ჯანეზაშვილს საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებისა და განმარტებისკენ მოუწოდა.

მეთოფიშვილმა აღნიშნა, რომ რჩება შთაბეჭდილება, რომ არამოსამართლე წევრები პოზიციის დაფიქსირებისგან თავის შეკავების გამო მოსამართლეებს „აბუჩად იგდებენ“.

„ჩვენ საკმაოდ მოვისმინეთ მოსამართლეთა აზრი, გვაინტერესებს, თუ ჟურნალისტებთან შეიძლება დაფიქსირება თავისი პოზიციის, თუ Facebook-ზე 15 წუთის წინ ქალბატონმა ანა დაწერა და დააფიქსირა, რომ არ უჭერს მხარს, ეგება მოსამართლეებს პასუხის ღირსად არ თვლით, თუ რა ხდება? ეს შთაბეჭდილება მრჩება, ეს აბუჩად აგდებაა თუ რა ხდება, გვითხარით თქვენი პოზიცია, დააფიქსირეთ, ძალიან გთხოვთ,“ - განაცხადა სერგო მეთოფიშვილმა.

დეპუტატ ეკა ბესელიას ინიციატივა 2024 წლის 31 დეკემბრამდე საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები