24 აგვისტო 2019,   12:08
ვრცლად
ზესტაფონის მერი თანამდებობას ტოვებს

ზესტაფონის მერი თანამდებობის დატოვებას გეგმავს. ინფორმაციას მერიის ადმინისტრაციაში ადასტურებენ. კახაბერ მახათაძე მერის პოსტიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე მიდის.

თავად კახაბერ მახათაძე მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. თანამდებობა ასევე საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა მერის მოადგილემ ელგუჯა კვეტენაძემ. მერის პირველი მოადგილე დავით ჩირგაძე ამჟამად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სამსახურში არ იმყოფება. დღესვე მერის მოადგილედ დაინიშნა ნუგზარ ფერაძე, რომელიც შეასრულებს მერის მოვალეობას.

კახაბერ მახათაძე თანამდებობას 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ იკავებს. გასული წლის სექტემბრიდან მოსახლეობამ მისი გადადგომის მოთხოვნით არაერთი აქცია ჩაატარა. 

დღის ამბები