20 მარტი 2019,   00:12
ვრცლად
ქართველი ემიგრანტების შეხვედრა სააკაშვილთან და 4-პუნქტიანი სამომავლო გეგმა

საქართველოში დაბრუნების გეგმაზე სასაუბროდ ემიგრანტები ბელგიის ქალაქ ლიეჟში მიხეილ სააკაშვილს შეხვდნენ. სამსაათიანი შეხვედრა 4-პუნქტიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებით დასრულდა. პირველი და უმთავრესი პუნქტი, უცხოეთში მცხოვრები ყველა ქართველისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაა, რათა ამ ადამიანებმა არჩევნებში მონაწილეობა და პოლიტიკური ცხოვრებაში ჩართვა შეძლონ. გაყალბების თავიდან ასაცილებლად ემიგრანტებიც და საქართველოს მესამე პრეზიდენტიც ფიქრობენ, რომ ქვეყანაში ელექტრონული ხმის მიცემის სისტემა უნდა დაინერგოს.

ემიგრანტები, რომლებმაც საქართველო წლების წინ დატოვეს, ფიქრობენ, რომ უცხოეთში დაგროვებული გამოცდილება ახალა მათ სამშობლოს ყველაზე მეტად სჭირდება. ზოგი უკვე წლებია ლონდონის უნივერსიტეტში მუშაობს, ზოგმა კი გამოცდილება მცირე ბიზნესით დააგროვა, ყველას უკან დაბრუნების სურვილი აქვს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ახლა ემიგრანტების უკან დასაბრუნებლად მთავრობამ სათანადო პირობები უნდა შექმნას და თუ ემიგრანტები სამშობლოში ინვესტიციებს ჩადებენ, გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ.

ემიგრანტების მთავარი მოთხოვნა დემოკრატიული არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლაა. 

ლიეჟის შეხვედრის მოდერატორი სანდრა რულოვსი იყო. ყოფილ პირველი ლედი ამბობს, რომ ხელისუფლებას დღეს ყველაზე მეტად მისი მთავრი ოპონენტის მიხეილ სააკაშვილის იმაზე უფრო მეტად ეშინია, ვიდრე ოკუპანტი რუსეთის, რომელიც მავთულხლართების აბლაბუდაში საქართველოს სულ უფრო მეტ რეგიონს ახვევს.

ლიეჟის შეხვედრა ევროპაში პირველია. „ერთად სახლში“ პროექტის ფარგლებში, უახლოეს მომავალში მიხეილ სააკაშვილის ევროპის ქალაქებში ჩასვლას და ემიგრანტებთან შეხვედრას აპირებს.

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები