20 მარტი 2019,   00:15
ვრცლად
ორი წელი საპატიმროში - არასამთავრობო სექტორი ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტს დეკანოზის შეწყალებას სთხოვს 

არასამთავრობო სექტორი ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტს პატიმარი დეკანოზის შეწყალებას სთხოვს. არგუმენტებით სავსე წერილს სალომე ზურაბიშვილი ათონელის ქუჩაზე ხვალ მიიღებს. თუ სალომე ზურაბიშვილი მამა გიორგი მამალაძეს არ შეიწყალებს, მაშინ მეხუთე პრეზიდენტი, იმ პოლიტიკოსების სიაში აღმოჩნდება, ვისაც საუკუნის საქმეზე პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე მოუწევს.

სინოდის სხდომებზე დახურული მსჯელობის შემდეგ, გავლენიანი მღვდელმთავრები ციანიდის საქმიდან ორი წლისთავზე უკვე ღია შეტევაზე გადავიდნენ. მეუფე პეტრემ „კურიერთან“ ინტერვიუში, დეკანოზს სინდისის პატიმარი უწოდა და ციხეში მის გამოკეტვაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებასთან ერთად, პირადად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს დააკისრა.

რადიკალური შეფასებები შესაძლოა მეუფე პეტრესთვის საბედისწერო აღმოჩნდეს. როდესაც მღვდელმთავარი პირველად ამ თემაზე ილია მეორეს დაუპირისპირდა, ის სასულიერო პირებმა და სხვა ეპისკოპოსებმა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს და ეკლესიის მტრად გამოაცხადეს. ჭყონდიდელ ეპისკოპოსს ერთი გაფრთხილება უკვე მიღებული აქვს. მას მწვავე განცხადებების გამო, სინოდმა საპატრიარქოს ტელევიზიის დირექტორის თანამდებობა დაატოვებინა. სინოდის მომდევნო სხდომაზე შესაძლოა ჭყონდიდის მიტროპოლიტს კიდევ ერთი, თუმცა ამჯერად საბოლოო გაფრთხილება მისცენ.

საგანგაშოდ მძიმეა ის მოლოდინები, რომელიც ჭყონდიდის მიტროპოლიტის მიმართ თეოლოგებს აქვთ. სპეციალისტების მოსაზრებით, ილია მეორეს სამდივნო საშიშ თამაშ თამაშობს, რომელსაც საუკუნის საქმეზე საპატრიარქოს მდუმარებით ხსნიან, ამით კი სურვილი აქვთ მეუფე პეტრემ საკუთარი შეფასებები კიდევ გაამწვავოს, რაც შესაძლოა მისი ეპარქიიდან განდევნის მიზეზი გახდეს.

საპატრიარქო ციანიდის საქმეზე ისევ დუმს. ამოქმედდება თუ არა სანქციები დეკანოზის მხარდამჭერი სასულიერო პირების მიმართ, ეს მარტში სინოდის სხდომაზე გაირკვევა. 

დღის ამბები