18 ივნისი 2019,   13:50
ვრცლად
"ოცნების" დესანტი ლიეჟში - თბილისში შეხვედრის ჩაშლის მცდელობას ივანიშვილის სააკაშვილისადმი შიშის უკავშირებენ

ოპოზიცია ლიეჟში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებს. ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ მიხეილ სააკაშვილის ემიგრანტებთან შეხვედრის ჩაშლა სწორედ მმართველმა გუნდმა სცადა. პროვოკატორთა ჯგუფების წევრებს შორის სახელდებიან სუს-ის აგენტები და საეჭვო პოლიტიკური წარსულის და რეპუტაციის აქტივისტები, რომლებსაც ბელგიაში მგზავრობა დაუფინანსეს და დღიური ფულიც გადაუხადეს.

ემიგრანტები, ვინც მესამე პრეზიდენტთან შესახვედრად ჩავიდნენ, ყვებიან, რომ ე.წ. ტიტუშკების ჯგუფის წევრობისთვის ხელისუფლების წარმომადგენლები ერთ ემიგრანტს 125 ევროს და ლიეჟში უფასო ტრანსპორტირებას სთავაზობდნენ.

რატომ გაგზავნა დესანტი "ოცნებამ" ბრიუსელში და რატომ მოაწყო არეულობა ევროპის ცენტრში - როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ლიეჟში განვითარებული  მოვლენები მიხეილ სააკაშვილის მიმართ "ქართული ოცნებისა" და ბიძინა ივანიშვილის შიშს უკავშირდება.

პოლიტიკური პარტიები ახლა  იმის გარკვევას ცდილობენ, რა რესურსით დააფინანსა "ოცნებამ" მისი მომხრეების მობილიზაცია და ტრანსპორტირება ბელგიაში.

ამავე თემაზე
დღის ამბები