20 მარტი 2019,   00:12
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა წყნეთში - ორი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა 

წყნეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. მუნიციპალური ავტობუსი დაგორდა და ხეებს შეეჯახა. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, დაშავებულები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები.

დავით სერგეენკოს განმარტებით, 5-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქია, ხოლო ორის საყურადღებო. მისი თქმით, აუცილებელია განმეორებითი კვლევების ჩატარება.

ექიმების განმარტებით, მიმდინარეობს პაციენტების მკურნალობა და არც ერთი დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ავტოსაგზაო შემთხვევა წყნეთში - მუნიციპალური ავტობუსი დაგორდა და ხეებს შეეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. ავტობუსის მძღოლი ამბობს, რომ მანქანა მუხრუჭის დაზიანების გამო დაგორდა.

განსხვავებული განცხადება კეთდება სატრანსპორტო კომპანიაში, სადაც ამტკიცებენ, რომ ავტობუსს ტექდათვალიერება გავლილი ჰქონდა. 

დღის ამბები