20 თებერვალი 2019,   22:49
ვრცლად
სასტიკი მკვლელობა რუსთავში - ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებული მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

13 წლის ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

გადაწყვეტილების მიღებამდე ბრალდებულმა მოსამართლეს მიმართა და აღნიშნა, რომ მომხდარის შესახებ არც ერთი დეტალი არ ახსოვს.

13 წლის მოზარდის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ფსიქიატრიული დაწესებულებიდან სასამართლო დარბაზში მიიყვანეს. ის მედიკამენტების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. დაცვის მხარემ სასამართლოს ექსპერტიზის დანიშვნის შუამდგომლობით მიმართა.

შეგახსენებთ, რომ სასტიკი მკვლელობა რუსთავში ორი დღის წინ მოხდა. სამართალდამცველებმა 29 წლის მამაკაცი დააკავეს. 13 წლის მოზარდს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

წინასასამართლო სხდომა 4 აპრილს გაიმართება. 

დღის ამბები