20 სექტემბერი 2019,   02:28
ვრცლად
ხანძარი ნიუ დელის სასტუმროში - გარდაცვლილია 17 ადამიანი

ნიუ-დელიში ძლიერ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. ინდოეთის დედაქალაქში სასტუმრო დაიწვა. ცეცხლი მრავალსართულიან შენობაში, ადგილობრივი დროით, დილის 4 საათზე გაჩნდა და მალევე მთელს სასტუმროს მოედო.

ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე 30-მდე სახანძრო ბრიგადა იყო მობილიზებული. მაშველებმა შენობიდან 35 დამსვენებელი გამოიყვანეს, თუმცა, 17 ადამიანის გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაღუპულებს შორის არიან დედა-შვილი, რომლებიც გადარჩენის მიზნით ფანჯრიდან გადმოხტდნენ.

გადარჩენილები ყვებიან, რომ სასტუმროს დერეფნებში ხის პანელები იყო, რომლებიც აალდა და ხალხმა შენობის დატოვება ვერ შეძლო.

წინასწარი ვერსიით, ხანძრის გაჩენის მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა.

დღის ამბები