20 თებერვალი 2019,   22:40
ვრცლად
საპარლამენტო უმცირესობა "ვენეციის კომისიის" დელეგაციას შეხვდა

საპარალამენტო უმცირესობა ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა. საინფორმაციო შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურაში არსებულ პრობლემებს ეხებოდა.

ევროპელი ექსპერტების ინტერესის ერთ-ერთი ობიექტი ხორავას ქუჩის მკვლელობაცაა.

"ჩვენ გვქონდა შეხვედრა ვენეციის კომისიის იურიდიულ ექსპერტებთან, რომელთა ინტერესის სფერო ამ შემთხვევაში არის შინაგან საქმეთა სამინისტროში და პროკურატურაში გამოძიების კუთხით არსებული მდგომარეობა.ჩვენ იმ ღრმა პრობლემებზე ვესაუბრეთ, რაც ამ უწყებებში არსებობს. მათ შორის ჩვენს რეკომენდაციებშიც, რაც ხორავას ქუჩის საქმეზე გამოვეცით, ჩვენი რეკომენდაცია იყო, რომ უნდა გაიმიჯნოს ფუნქციები პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის. ეს არის მათი მოტივაცია, რატომაც სწავლობენ ამ საკითხს," - აცხადებს სერგი კაპანაძე.

დღის ამბები