18 ივნისი 2019,   13:54
ვრცლად
ენმ ქუთაისის ტრანსპორტის სფეროში შექმნილ პრობლემებზე საუბრობს

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობით უკმაყოფილო მოსახლეობა აცხადებს, რომ 8 საათის შემდეგ გარეუბნებში გადაადგილება ვერ ხერხდება.

ქუთაისის ტრანსპორტის სფეროში შექმნილ პრობლემებზე საუბრობს საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი.

გიგა შუშანიას თქმით, სატრანსპორტო საშუალებები მოძველებულია, ტექნიკა არ არის ადაპტირებული, სამარშრუტო ხაზები არასწორად არის დაგეგმილი, ტრანსპორტით ღამის საათებში გადაადგილება, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

ოპოზიცია მერიის ინიციატივასაც იწუნებს, რომლის მიხედვითაც, ტრანსპორტი მუნიციპალური გახდება. 

“პირველი ეხება მოძველებულ სატრანსპორტო საშუალებებს, ასევე ეხება სამარშრუტო ხაზებს იმიტომ, რომ არსებობს გარეუბნები, სადაც იქაურ მოსახლეობას კონკრეტული დანიშნულების ადგილამდე მისვლა ორი ტრანსპორტის გამოცვლა უდგება. 2019 წლის ძირითად ნაწილს აი, ამ ტენდერებისა კერძო სექტორს გასდის ვადა და ქუთაისის მერია იძულებული გახდება, ახალი ტენდერები გამოაცხადონ. ქუთაისის მერიას არ წარმოუდგენია სამოქმედო გეგმა და არ შემოუთავაზებია საზოგადოებისათვის, როგორ აპირებს ამ პრობლემის მოგვარებას. ეს არ არის იაფი სიამოვნება, ათეული მილიონი ლარი დაჯდება არა მარტო ტრანსპორტის ყიდვა, არამედ შემდგომ მისი შენახვა, ეს უამრავ რისკს წარმოშობს კორუფციის მიმართულებით, რომელიც ისედაც არ აკლია ტრანსპორტის სფეროს,“ – განაცხადა გიგა შუშანიამ.

საწინააღმდეგოს ამტკიცებს ტრანსპორტის სამსახურის უფროსი.

ირაკლი ცხვედიანი ამბობს, რომ საზოგადოებრივ საქალაქო ტრანსპორტზე კონკურსი გამოცხადებული არ ყოფილა, რის შედეგადაც ვერ გადაიდებოდა.

 

დღის ამბები