20 ივნისი 2019,   06:06
ვრცლად
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა იურიდიულ კომიტეტზე დღეს მეორე მოსმენით კანონპროექტი წარადგინა

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა იურიდიულ კომიტეტზე დღეს მეორე მოსმენით კანონპროექტი წარადგინა.

საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ვადის გასვლიდან ან უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი წლის შემდეგ დაცვა აღარ ეყოლება.

საფრთხის არსებობის შემთხვევაში, დაცვის დანიშვნა შესაძლებელი იქნება, თუმცა, გადაწყვეტილება მთავრობამ და სპეციალურმა სამსახურმა უნდა მიიღოს.

„პარლამენტს ჰქონდა მიღებული განკარგულება, რომ 2020 წლამდე უნდა შეგვენარჩუნებინა წინა მოწვევის პარლამენტი და ეს წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩვენს კანონთან, ამიტომ ეს გარდამავალი მივიღეთ - 2020 წლამდე შევინარჩუნებთ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დაცვას. დაზუსტება მოხდა, ავტომობილთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს თვითონ პარლამენტი, ხოლო დაცვასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს დაცვის სპეციალური სამსახური,“ - აღნიშნა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ. 

დღის ამბები