20 სექტემბერი 2019,   02:20
ვრცლად
"გამოაგზავნა მუქარით სავსე წერილი და ეს იყო საკლესიო ბედუკაძეობა“ - მეუფე პეტრე გიორგი მამალაძეზე

"დეკანოზ მამალაძის წინააღმდეგ პატრიარქის გარდატეხა გამოიწვია მისმა მუქარით სავსე წერილმა, რომელშიც ის ეკლესიაში არსებულ პრობლემებს ამხელდა," - ამის შესახებ განცხადება მეუფე პეტრემ გააკეთა.

მან გადაცემა კვირის აქცენტებთან საუბარში გაიხსენა ერთ-ერთი ეპიზოდი, როდესაც მან დეკანოზი გიორგი მამალაძისგან მიიღო წერილი და რომელიც ძალიან ჰგავდა „საეკლესიო ბედუკაძეობას“.

მეუფე პეტრეს განცხადებით, სწორედ ამ წერილის შემდეგ პატრიარქმა, ფაქტობრივად, ზურგი აქცია მამა გიორგი მამალაძეს.

„იყო პრეცედენტი, როდესაც მამაომ ასეთი მუქარის შემცველი წერილი გამოგზავნა საპყრობილედან, რომელიც მომივიდა მე და სამ მღვდელმთავარს. მე დავუკავშირდი ერთ-ერთს და ვუთხარი, რომ მამაო რომ ასეთ წერილს წერს, მუქარანარევს და დავარქვი, რომ ეს არის "საეკლესიო ბედუკაძეობა". მიმაჩნია, რომ კაცი გატყდა ფსიქოლოგიურად იმიტომ, რომ უკვე მუდმივ პატიმრობა იყო მამაოს მიმართ მოთხოვნილი იმ პერიოდში. სასულიერო პირებს არ უშვებდნენ და იყო სრულ იზოლაციაში და იქნებ, შეხვიდეთ ამ ვიღაც მივუჩინოთ ამ ადამიანს, რომ დავეხმაროთ, ვანუგეშოთ, რომ სულიერად ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა-მეთქი და ამას მოჰყვა რამდენიმე დღეში მორიგი ბოროტება, როდესაც საპატრიაქროს იურისტი გამოვიდა და ცილი დამწამა - პატრიარქის მოკვდინებაში მადანაშაულებდა,“ - განაცხადა მეუფე პეტრემ.

მეუფე პეტრე აცხადებს, რომ ამ წერილში მამაო, ფინანსურის გარდა, საუბრობდა არაჯანსაღ, მახინჯ მდგომარეობაზე. 

 

დღის ამბები